logo
ENG



"11 აგვისტოს დღის ბოლოდან 13 აგვისტოს დილამდე მოსალოდნელია წვიმა" - ამინდის პროგნოზი

11 აგვ 202315:13
3 წუთის საკითხავი
 
"11 აგვისტოს დღის ბოლოდან 13 აგვისტოს დილამდე მოსალოდნელია წვიმა" - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 აგვისტოს დღის ბოლოდან 13 აგვისტოს დილამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა.

დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს უპირატესად დასავლეთ რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი და სეტყვა.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს.


close დახურვა